მათ ყველგან იცნობდნენ, უყვარდათ და მათ სიმღერებს მღეროდნენ. საბჭოთა კავშირის მასშტაბით, უპრეცედენტო პროექტი – გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “მზიური”, იმდროინდელ პიონერთა სასახლეში, 1971 წლის მაისში შეიქმნა და საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოიპოვა არამარტო საქართველოში, არამედ, ქვეყნის გარეთ.
“ბრავო რექორდსში”, ანსამბლმა “მზიურმა”, სპეციალურად ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემისთვის “პრაიმ შოუ”, ძველი, ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახალი ვერსიები ჩაწერა. ეს სიმღერებია: “ლეგენდა”, “მზიური”, антошка, Капитан და “პოპური”.