„ბრავო რექორდსში“, ჩაიწერა ჰიმნი, რომელიც წარმოადგენს, კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაა წამოწყებული და ეწოდება, „არა ძალადობას!“. ჰიმნის მუსიკა ეკუთვნის რუსა მორჩილაძეს, ტექტსი კი, ირინა სანიკიძემ დაწერა. ჰიმნს ასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და შემსრულებლები: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, მაკა ზამბახიძე, ანსამბლი „ფორტე“, ოთო ნემსაძე, ნინი წიკლაური, ნატალია ქუთათელაძე, მარიკო ებრალიძე, ბაკურ ბურდული, ზურა ხაჩიძე, გიორგი მახარაშვილი, სოფო ტოროშელიძე, ვაჟა მანია, ნუცა ბუზალაძე, სოფო გელოვანი, რომლებიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
ჰიმნის ჩაწერისას, კამპანიის ვიდეო-რგოლი რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა, გადაიღო.
სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“, განხორციელდება შსს-ს ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს თანადგომით. კამპანიის მხარდამჭერები არიან კომპანია „ბრავო რექორდსი“ და სახელოვნებო ინდუსტრია, „არტ პალასი“.