ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისგან შემდგარმა ბენდმა The Generations “ბრავო რექორდსში” ახალი სინგლი, სახელწოდებით Invisible Man, ჩაწერა.
აღნასანიშნავია, რომ 2022 წელს ბენდმა Tbilisi/Open Air-ის ფესტივალზე, “ბრავო რექორდსის” მიერ დაწესებული საუკეთესო Newcomers-ის პრიზი დაიმსახურა და ჯგუფს გადაეცა სრული სტუდიური მომსახურება, საკუთარი რეპერტუარიდან ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერაზე.
სიმღერა Invisible Man, რომელიც ჩაიწერა “ბრავო რექორდსში”, ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც სოციუმშია დაკარგული და რომლის 24 საათიან მუშაობაზე დგას დღევანდელი სისტემა, რის გამოც მათ უწევთ თავიანთი თავის და ოცნებების გამოხატვაზე უარის თქმა, და ხშირად ბევრი მათგანი ხდება უჩინარი საზოგადოებისთვის და გარე სამყაროსთვის.
რუტინისგან გამიჯვნის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ საუკეთესო გზას საბოლოოდ მაინც ხელოვნება წარმოადგენს. როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი შინაგანი სამყარო გამოხატოს რაიმე გზით ეს უკვე დიდი ბედნიერებაა.
ახალი სინგლით ბენდს სურს საზოგადოებამდე მიიტანოს ეს მესიჯი და დაანახოს ადამიანებს, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
The Generations შეიქმნა 2018 წლის სექტემბერში. ბენდის საავტორო სიმღერები ძირითადად მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, ბლუზი, ფანკი და ნეო-სოული. მათ რეპერტუარში ასევე შედის “ბრავო რექორდსში” ჩაწერილი Bright Little Shadow. რომლის მოსმენაც მსმენელებს ბენდის ოფიციალურ Youtube არხზე შეუძლიათ.
ვოკალი/ტექსტი – რომა მელოიანი/მელამორ
კლავიში – ლუკა ტაბატაძე
გიტარა – ნიკო მანთიძე
დრამი – ივა ხატიაშვილი
ბასი – ნოე გაბაშვილი
საქსაფონი – დემეტრე ღამბაშიძე
აუდიო ინჟინერი – ალეკო ბერძენიშვილი
პროდიუსერი – საბა აბრამიძე