ნოემბერი 19, 2015 tatakr

ახალი მხატვრული ფილმი “რობინზონი და ცხრა პარასკევა” “ბრავო რექორდსში” გახმოვანდა (ვიდეო)

ძალიან მალე, ქართველ მაყურებელს, საშუალება ექნება, კინოთეატრებში იხილოს მხატვრული სათავგადასავლო ჟანრის სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „რობინზონი და ცხრა პარასკევა“, რომელშიც არაერთი ცნობადი სახე იღებს მონაწილეობას: პაატა გულიაშვილი, ნათია წიწილაშვილი, სალომე კოკუაშვილი, მანიკა ასათიანი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, მარიამ სანოგო, ასევე სპეციალური მოწვევით, კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, რუსუდან ბოლქვაძე, თამარა მაყაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ლუცია ლიშუკ, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ბატონი ფოლად ბულბულოღლი, მანანა ჯაფარიძე, ქეთა თოფურია, ირაკლი ფირცხალავა, ლიკა ქორქია და სხვები… ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, ხოლო სცენარის ავტორი, ნიკა რამიშვილი გახლავთ.

პროექტი ხორციელდება ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის BGSS- ის მხარდაჭერით. ეს კომპანიის მესამე მხატვრული ფილმია. პირველი ორი ფილმი, საქართველოს მასშტაბით, წარმატებული იყო, ამიტომაც, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მესამე პროექტი საქართველოს ფარგლებს გასცდენოდა. რუსულ ენაზე, ფილმი „ბრავო რექორდსში“ გახმოვანდა. უახლოეს მომავალში, მისი პრემიერა აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში შედგება.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact