მიუხედავად იმისა, რომ ბენდი NEW ONE, რამოდენიმე თვეა შეიქმნა, უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.
რამოდენიმე თვის წინ, კლუბ El Centro- ში, ბენდის პირველი ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა, რომელიც გადაღებულია ყველასთვის ნაცნობ, სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის სიმღერაზე, Artificial Love. სიმღერის ახლებურმა ვერსიამ NEW ONE-ის შესრულებით, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ ვიდეოს, ამჟამად, 700 000-მდე ნახვა აქვს Youtube-ზე.
ამჯერად, ბენდი „ბრავო რექორდსში“, ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს. ესაა ერთობლივი პროექტი პროდიუსერთან და დიჯეისთან Gramaphonedzie (მარკო მილიჩევიჩი) ერთად. სიმღერის სახელწოდებაა ALONE, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორები, თავად ბენდის წევრები არიან.