ივლისი 22, 2011 tatakr

ბოლივუდელი პროდიუსერების ვიზიტი “ბრავო რექორდსში”

21-27 ივლისს, საქართველოს ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია უკვე მეორედ ეწვია. მათი მთავარი მიზანია, ურთიერთობა დაამყარონ, კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან, ჩაატარონ ქასთინგი, დაათვალიერონ კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილები, მოემზადონ ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განგსტერული ტრილერის – “BILLA 2-ს” გადასაღებად, 2011 წლის შემოდგომაზე.

დელეგაციის წევრები, ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები არიან, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი. ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებთან, აგრეთვე, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და კინოცენტრთან.

ვიზიტის განმავლობაში, პროდიუსერთა ჯგუფი “ბრავო რექორდსაც” ეწვია. განიხილეს ფილმისთვის მუსიკის დაწერის და თავად ფილმის ხმაზე მუშაობის პერსპექტივები.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact