“ბრავო რექორდსმა” 2012 წლის გაზაფხულზე, შვილობილი კომპანია “ბრავო ივენთსი” დააფუძნა, რომელიც მუსიკოსების, ცოცხალი კონცერტების, საგასტროლო ტურნეების ორგანიზებას განახორციელებს. “ბრავო ივენთსში”, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საუკეთესო ნაწილია გაერთიანებული – კლასიკური მუსიკით დაწყებული, ფოლკლორისა და პოპულარული მუსიკის ჩათვლით. მათი მონაწილეობით, ნებისმიერი კორპორატიული ივენთი, საავტორო საღამო, საგასტროლო ტურნე თუ მუსიკალური ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. მსურველთათვის, დაკვეთების შესრულებას სიამოვნებით განახორციელებს “ბრავო ივენთსის” მენეჯმენტი.
“ბრავო ივენთსში”, გაწევრიანებული არიან: თამთა ცხვიტავა, ჯგუფი “ელდრაინი”, ნინი ბადურაშვილი, ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, სოფო გელოვანი, დათუნა მგელაძე, ნინი წიკლაური და SayHallo, ნინი შერმადინი, ძველი რესურსი (MC & Producer Samory; MC & DJ Grotask), გიგი ვანდერის დუეტი (პიანო, ვოკალი), სიმებიანი ოქტეტი Camerata Georgia, სექსტეტი (A capella), თბილისური კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი, ქ. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი “ბიგ-ბენდი”.
“ბრავო ივენთსის” სამი ბენდი – ბრავობენდი, M-Dixe და თჰე Fingers, ცოცხალ აკომპანიმენტს გაუწევს სხვადასხვა ჟანრის მუსიკოს-შემსრულებლებს, ასევე შეასრულებს ცნობილი სიმღერების ინსტრუმენტალურ ვერსიებს და საკუთარ კომპოზიციებს.
“ბრავო ივენთსი” ნებისმიერ ღონისძიებას უზრუნველყოფს პოპულარული DJ-ის მომსახურებით, რომელიც ნებისმიერი მიმდინარეობისა თუ ჟანრის მუსიკას შეასრულებს, იქნება ეს ჰაუსი, ტექნო, მინიმალი, Mashup, რეტრო თუ სხვა.