უახლოეს დღეებში ”ბრავო რექორდსი”, ისტორიაში პირველად, Coca-Cola-სთან თანამშრომლობით განახორციელებს ახალ მუსიკალურ პროექტს Global Coke Studio-ს მუსიკალურ პლატფორმაზე!
Global Coke Studio-ს, როგორც Coca-Cola-ას ახალ მუსიკალურ პლატფორმას საფუძველი ჩაეყარა 2007 წელს, ბრაზილიაში. დღესდღეობით აღნიშნული პლატფორმა უაღრესად პოპულარულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მილიონობით ხელმომწერი ჰყავს მთელს მსოფლიოში და აერთიანებს ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღნიშნულ მუსიკალურ პლატფორმაზე იწერება სპეციალურად და ექსკლუზიურად Coca-Cola-სთვის შექმნილი მუსიკალური ქონთენთი, რომლის შექმნაც ხდება სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების კოლაბორაციის და შერევის გზით.
პროექტის პარტნიორია მსოფლიოს უმსხვილესი და წამყვანი რექორდ ლეიბლი Universal Music Group, რომელიც ინოვაციური მიდგომებით და მუსიკალურ ინდუსტრიაში განხორციელებული და დანერგილი ახალი ბიზნეს-მოდელებით, ლიდერია მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში.
სხვადასხვა წლებში Global Coke Studio-ს მუსიკალურ პლატფორმასთან თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან Sam Smith, Jon Batiste, ”Imagine Dragons”, Ari Lennox, Tesher, Cat Burns, Griff და მრავალი სხვა.
ამ დღეებში იქმნება Global Coke Studio-ს ქართული ხაზი, რომელიც განთავსდება Global Coke Studio-ს გლობალურ იუთუბ არხზე და ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდება. ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს, თავიანთი მუსიკა გააცნონ მსმენელებს მთელს მსოფლიოში, დაეხმარება მათ მუსიკალური კოლაბორაციის გზით კომუნიკაცია განახორციელონ ახალ მუსიკალურ კულტურებთან, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების მუსიკოსებთან, მოიზიდონ მსმენელთა ახალი აუდიტორია, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისათვის.
უახლოეს მომავალში ”ბრავო რექორდსის” სტუდიებში ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების და ბენდების მიერ Global Coke Studio-სთვის ჩაიწერება რამოდენიმე კომპოზიცია, რომელიც Coca-Cola-ს საზაფხულო კამპანიას მიეძღვნება. თვალი ადევნეთ ”ბრავო რექორდსის” სიახლეებს.