“ბრავო რექორდსისა” და Coca-Cola-ს უმსხვილესი მუსიკალური პლატფორმის, Global Coke Studio-ს, მესამე კოლაბორაციის შედეგი: ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდის – The Generations-ისა და ყველასათვის ცნობილი მომღერალის, ნინა სუბლატის მიერ “ბრავო რექორდსში” ჩაწერილი ძალიან საინტერესო და ადვილად დასამახსორებელი სიმღერა Viola, რომელიც საქართველოში შექმნილი ხუთი კოლაბორაციიდან არის რიგით მესამე სიმღერა, რომელიც Global Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნდა.
ბენდი The Generations 2022 წელს Tbilisi Open Air-ის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალზე, საუკეთესო ”ნიუქამერის” ნომინაციაში “ბრავო რექორდსის” მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი გახდა, ხოლო პოპულარული და აღიარებული მომღერალი ნინა სუბლატი, მუსიკალური მეგაშოუს “საქართველოს ვარსკვლავის” 2013 წლის სეზონის გამარჯვებულია.
დაჩენილი 2 კომპოზიცია აღნიშნულ პლატფორმაზე უახლოეს დღეებში განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მუსიკოსები კოკა-კოლასთან თანამშრომლობით უერთდებიან Global Coke Studio-ს მუსიკალურ პლატფორმას. პროექტში მონაწილეობენ როგორც უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქართველი მუსიკოსები, ასევე დამწყები ქართული ბენდები და სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები.
მუსიკოსებმა “ბრავო რექორდსში” ჩაწერები და “კოკა-კოლას” ძველი ქარხნის ტერიტორიაზე კლიპების გადაღების პროცესი უკვე დაასრულეს. ამ ეტაპზე ვიდეოკლიპების მონტაჟის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქართველი მუსიკოსების ვიდეოკლიპები Global Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე უახლოეს დღეებში განთავსდება, რომლის საშუალებითაც ისინი ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდებიან. ქართველი შემსრულებლებისთვის ეს იქნება შესანიშნავი შანსი გავიდნენ ახალ აუდიტორიაზე, გააცნონ თავიანთი მუსიკა მსმენელებს მთელს მსოფლიოში, ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას.
Global Coke Studio გლობალური მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც 2007 წელს ბრაზილიაში დაარსდა როგორც პროექტი, რომლის მიზანიც არის განსხვავებული მუსიკალური სტილების შერწყმა. პროექტი მხარს უჭერს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამასთანავე აკავშირებს მათ ახალ მსმენელებთან. წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები როგორებიც არიან: Sam Smith, Imagine Dragons, John Batiste და სხვები.