“ბრავო რექორდსისა” და Coca-Cola-ს უმსხვილესი მუსიკალური პლატფორმის, Global Coke Studio-ს, მეოთხე კოლაბორაციის შედეგი: მრავალფეროვანი და კრეატიული მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდის – “ძაბვისა” და უნიჭიერესი მუსიკოსის ალექსანდრე სანიკიძის მიერ “ბრავო რექორდსში” ჩაწერილი სიმღერა – “ჩვენი შეხვედრის დროც დადგა”, რომელიც საქართველოში შექმნილი ხუთი კოლაბორაციიდან არის რიგით მეოთხე სიმღერა, რომელიც Global Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნდა.
ტექსტის ავტორია გურამ კოჩუაშვილი და ალექსანდრე სანიკიძე, ხოლო მუსიკაზე იმუშავა “ძაბვის” ნიჭიერმა ბენდის წევრებმა: ლევან ბურჭულაძე, სოსო გეგეჭკორი, გიორგი მურჯიკნელი და რატი დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მუსიკოსები კოკა-კოლასთან თანამშრომლობით უერთდებიან Global Coke Studio-ს მუსიკალურ პლატფორმას. პროექტში მონაწილეობენ როგორც უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქართველი მუსიკოსები, ასევე დამწყები ქართული ბენდები და სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები.
მუსიკოსებმა “ბრავო რექორდსში” ჩაწერები და “კოკა-კოლას” ძველი ქარხნის ტერიტორიაზე კლიპების გადაღების პროცესი უკვე დაასრულეს. ამ ეტაპზე ვიდეოკლიპების მონტაჟის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქართველი მუსიკოსების ვიდეოკლიპები Global Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე უახლოეს დღეებში განთავსდება, რომლის საშუალებითაც ისინი ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდებიან. ქართველი შემსრულებლებისთვის ეს იქნება შესანიშნავი შანსი გავიდნენ ახალ აუდიტორიაზე, გააცნონ თავიანთი მუსიკა მსმენელებს მთელს მსოფლიოში, ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას.
Global Coke Studio გლობალური მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც 2007 წელს ბრაზილიაში დაარსდა როგორც პროექტი, რომლის მიზანიც არის განსხვავებული მუსიკალური სტილების შერწყმა. პროექტი მხარს უჭერს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამასთანავე აკავშირებს მათ ახალ მსმენელებთან. წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები როგორებიც არიან: Sam Smith, Imagine Dragons, John Batiste და სხვები.