“ბრავო რექორდსისა” და Coca-Cola-ს უმსხვილესი მუსიკალური პლატფორმის, Global Coke Studio-ს, კიდევ ერთი კოლაბორაციის შედეგი: მსუბუქი ლირიკისა და მუსიკის შემქმნელების, “ოჩოს ქოხის”, ქართული ხალხური ანსამბლის “ჭონისა” და ნიჭიერი მომღერლის თამთა ჩიხლაძის სახალისო სიმღერა “გემრიელი”, რომელიც საქართველოში შექმნილი ხუთი კოლაბორაციიდან არის რიგით მეხუთე სიმღერა, რომელიც Global Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლაბორაცია ასეთი განსხვავებული ჟანრის და ნიჭიერ მომღერლებს შორის, რომელიც სიმღერას ქმნის უფრო მრავალფეროვანს. სიმღერის ქართული ტექსტისა და მუსიკის ავტორი არის თორნიკე კაცაძე, ხოლო ინგლისურ ვერსიაზე თამთა ჩიხლაძემ იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მუსიკოსები კოკა-კოლასთან თანამშრომლობით უერთდებიან Global Coke Studio-ს მუსიკალურ პლატფორმას. პროექტში მონაწილეობენ როგორც უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქართველი მუსიკოსები, ასევე დამწყები ქართული ბენდები და სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები.
მუსიკოსებმა “ბრავო რექორდსში” ჩაწერები და კლიპების გადაღების პროცესი “კოკა-კოლას” ძველი ქარხნის ტერიტორიაზე უკვე დაასრულეს.
ქართველი მუსიკოსების ხუთივე კოლაბორაციის ვიდეოკლიპი Global Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე განთავსდა , რომლის საშუალებითაც ისინი ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდნენ. ქართველი შემსრულებლებისთვის ეს არის შესანიშნავი შანსი გავიდნენ ახალ აუდიტორიაზე, გააცნონ თავიანთი მუსიკა მსმენელებს მთელს მსოფლიოში, ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას.
Global Coke Studio გლობალური მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც 2007 წელს ბრაზილიაში დაარსდა როგორც პროექტი, რომლის მიზანიც არის განსხვავებული მუსიკალური სტილების შერწყმა. პროექტი მხარს უჭერს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამასთანავე აკავშირებს მათ ახალ მსმენელებთან. წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები როგორებიც არიან: Sam Smith, Imagine Dragons, John Batiste და სხვები.