“ბრავო რექორდსისა” და Coca-Cola-ს უმსხვილესი მუსიკალური პლატფორმის, Global Coke Studio-ს, პირველი კოლაბორაციის შედეგი: პოპულარული ქართული ბენდის “რეზო და ბავშვების” და ნინი ბადურაშვილის მიერ “ბრავო რექორდსში” ჩაწერილი სიმღერა “ბედნიერების დრო”, რომელიც საქართველოში შექმნილი ხუთი კოლაბორაციიდან არის პირველი ქართული სიმღერა Global Coke Studio -ს ოფიციალურ იუთუბ არხზე.
დანარჩენი 4 კომპოზიცია აღნიშნულ პლატფორმაზე უახლოეს დღეებში განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მუსიკოსები კოკა-კოლასთან თანამშრომლობით უერთდებიან Global Coke Studio-ს მუსიკალურ პლატფორმას. პროექტში მონაწილეობენ როგორც უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქართველი მუსიკოსები, ასევე დამწყები ქართული ბენდები და სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები.
მუსიკოსებმა “ბრავო რექორდსში” ჩაწერები და “კოკა-კოლას” ძველი ქარხნის ტერიტორიაზე კლიპების გადაღების პროცესი უკვე დაასრულეს. ამ ეტაპზე ვიდეოკლიპების მონტაჟის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქართველი მუსიკოსების ვიდეოკლიპები Global Coke Studio-ს ოფიციალურ YouTube არხზე უახლოეს დღეებში განთავსდება, რომლის საშუალებითაც ისინი ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდებიან. ქართველი შემსრულებლებისთვის ეს იქნება შესანიშნავი შანსი გავიდნენ ახალ აუდიტორიაზე, გააცნონ თავიანთი მუსიკა მსმენელებს მთელს მსოფლიოში, ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას.
Global Coke Studio გლობალური მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც 2007 წელს ბრაზილიაში დაარსდა როგორც პროექტი, რომლის მიზანიც არის განსხვავებული მუსიკალური სტილების შერწყმა. პროექტი მხარს უჭერს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამასთანავე აკავშირებს მათ ახალ მსმენელებთან. წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები როგორებიც არიან: Sam Smith, Imagine Dragons, John Batiste და სხვები.
ვოკალი – ნინი ბადურაშვილი/რეზო ბლიაძე
ტექსტი – რეზო ბლიაძე
ბასი – დემეტრე გვენცაძე
გიტარა – ლევან ხოტივარი
კლავიში – ლაზარე ადამია
დრამი – ბექა ნაფეტვარიძე