ივნისი 19, 2023 tatakr

“ბრავო რექორდსის” კიდევ ერთი უნიკალური საერთაშორისო კოლაბორაცია განხორციელდა (ვიდეო)

“ბრავო რექორდსის” კიდევ ერთი უნიკალური საერთაშორისო კოლაბორაცია   ნუცა ბუზალაძე & იანელა ბრუქსი ახალი სიმღერით “Si Hay Un Manana”.

კუბური წარმოშობის ესპანელი მომღერალი, კომპოზიტორი, ორკესტრის დირიჟორი, პროდიუსერი და კინომსახიობი იანელა ბრუქსი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და ჰავანის კონსერვატორიაში სწავლისას, ლეგენდარული კუბელი ჯაზ-პიანისტის, ჩუჩო ვალდესის კლასში ირიცხებოდა, შემდგომ წლებში ის მსოფლიოში სახელგანთქმელი ჰავანის კლუბ “ტროპიკანას” სოლისტი იყო.

2015 წელს იანელა ბრუქსი გამოვიდა “ბრავო რექორდსის” მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ისტორიაში პირველ “Jazz & Wine” ივენთზე ყვარელში და ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ კონცერტებით ჩამოვიდა თბილისსა და ბათუმში.

იანელა ბრუქსს გამოშვებული აქვს 5 სოლო ალბომი, ასევე ხშირად მონაწილეობს ცნობილ მიუზიკლებში და საოცარი შოუ-წარმოდგენებით ატარებს აქტიურ საგასტროლო ტურნეებს როგორც ესპანეთში და კუბაზე, ასევე ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.

პროექტი, რომლის პრემიერაც დღეს საზოგადოებრივ არხზე შედგა ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს, 2021 წელს დაიბადა…

 კოვიდპანდემიის პერიოდში მუსიკოსები მთელს მსოფლიოში ძირითადად სახლში მუშაობდნენ. იანელა ბრუქსმა სწორედ ამ დროს, კუბაზე ყოფნისას დაწერა შესანიშნავი სიმღერის მუსიკა და ტექსტი, სათაურით:

“Si Hay Un Manana” (Esp.)/  “We Still Have Tomorrow” (Eng.)/  “მოვა ხვალინდელი დღეც” (ქარ.)

ამ სიმღერაში გადმოცემულია ის ტკივილი, განცდა, ემოცია და ამასთანავე გასაჭირში მყოფი ადამიანების თანადგომა,  სიყვარული და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი, რომელმაც პანდემიის დღეებში მთელი მსოფლიო მოიცვა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact