ოქტომბერი 31, 2011 tatakr

“ბრავო რექორდსის” LIVE ROOM-ში Trio per Te-მ ვიდეო კლიპი გადაიღო (ვიდეო)

“ბრავო რექორდსის” LIVE ROOM-ში, საფორტეპიანო ტრიომ – Trio per Te-მ ვიდეო კლიპი გადაიღო. ვიდეოკლიპი გადაღებულია, ნუკრი აბაშიძის მინიატურაზე High Talk, რომელიც სპეციალურად ამ კოლექტივისთვის დაიწერა, “ჰორიზონ ტვ სტუდიის” რეჟისორის, დავით გერსამიას მიერ.

Trio per Te 2011 წელს დაფუძნდა. ტრიოს შემადგენლობაში არიან შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი – თეა ჭკუასელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველი მევიოლინე, ლელა მჭედლიძე და ამავე ორკესტრის, ვიოლონჩელოების ჯგუფის კონცერტმაისტერი – გიორგი ჯორჯაძე. მუსიკოსები ამ შემადგენლობით, პირველად, თბილისში, 2011 წლის 14 ივლისს წარსდგნენ მსმენელთა ვიწრო წრის წინაშე.  მრავალმა წარმატებამ განაპირობა მათი საფორტეპიანო ტრიოდ ჩამოყალიბება, რომელსაც მოგვიანებით, Trio per Te ეწოდა.

მუსიკალური ვიდეოკლიპის პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact