“ბრავო რექორდსი” აგრძელებს საქართველოს კინოთეატრებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ქართულად დუბლირებული “სამი მუშკეტერის” 3D-ში ნახვა შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა კინოდარბაზებში. ფილმზე ოცკაციანი სამსახიობო ჯგუფი მუშაობდა. კინოთეატრების გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართულად დუბლირებული ფილმია.
სანამ კინოთეატრში, 3D ფორმატში, “სამ მუშკეტერს” ქართულად ნახავთ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, გთავაზობთ ტრეილერს.