„ბრავო რექორდსი“, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანანო ღიბრაძის სადებიუტო CD ალბომზე იწყებს მუშაობას. ანანო ღიბრაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელია. მათ შორის, 2009 წელს, მოიპოვა New Wave Junior-ის (საბავშვო იურმალა) პირველი ადგილი.
ამ ეტაპზე, მომღერალმა „ბრავო რექორდსში“, სამი სიმღერა ჩაწერა: რუსა მორჩილაძის Wonderful Life, რომელიც სპეციალურად ანანოსთვის დაიწერა, მიხეილ ჩირინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“, რომლის არანჟირების ვერსია შექმნა ნიკოლოზ რაჭველმა და მიშელ ლეგრანის The Windmills of Your Mind; არანჟირებაზე იმუშავა კომპოზიტორმა და „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტმა, ბორიკო შხიანმა.