გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადღე, ხმის ჩამწერ სტუდია “მელოდიაში”, გოგი დოლიძე წერდა სიმღერებს, ახალი ალბომისათვის. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა ალბომის გამოცემა. დღეს, “ბრავო რექორდსი” ფლობს ამ უნიკალურ, ცალკე ტრეკზე ჩაწერილ სიმღერებს, რომელიც წარმოადგენს გოგი დოლიძის ვოკალს, მუსიკის გარეშე.
ამჟამად, გამოსაცემად მზადდება გოგი დოლიძის ახალი ალბომი, რომელშიც შევა 11 ყველასათვის საყვარელი ჰიტი. პროექტის ხელმძღვანელად, შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელიც გააკეთებს არანჟირების ახალ ვერსიებს.
ეს ალბომი, იქნება ქართველიებისთვის საყვარელი მომღერლის, გოგი დოლიძის ერთგვარი გაცოცხლება, მისი ყველასათვის ცნობილი სიმღერების თავიდან დაბადება.
ალბომში შევა გოგი დოლიძის 11 ჰიტი:
- ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
- იყო არა იყო რა
- ხმალი ავლესოთ
- ძველებური თბილისური
- გავა რო და მოუყვებით შვილებს
- თბილისი
- გულო
- ქართველების ერთად ყოფნა
- აყვავილდა ნუში
- ომში წასულო ვაჟკაცო
- ალგეთს ლეკვები მგლისანი