2015 წლიდან „ბრავო რექორდსი“ მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში, ყველაზე დიდი Record Label-ების Sony Music Entertainment-ის, Warner Music-ისა და Universal Music Group-ის, ასევე მსოფლიოში უდიდესი Publisher-ების, Warner/Chappell Music-ისა და Universal Music Publishing Group-ის წარმომადგენელი და უფლებადამცველი გახდა საქართველოში. ეს გულისხმობს იმას, რომ „ბრავო რექორდსი“, უფლებამოსილია, სუბიექტი გასცეს, ამ გიგანტი კომპანიების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების რეკლამაში, კინოფილმებში, თამაშებსა და სხვა ნებისმიერ აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის (გამოყენების) უფლება. ჩამოთვლილი კომპანიების რეპერტუარი კი, მთელ მსოფლიოში არსებული მუსიკალური რეპერტუარის, დაახლოვებით 90%-ია.
2015 წლის 06 მაისს, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, „ბრავო რექორდსში“, სინქრონიზაციის უფლების პრეზენტაცია შედგა. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სინქრონიზაციის უფლების დაცვის კუთხით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სარეკლამო კომპანიებთან: Windfors Georgia და ABK Advertising. პარალელურად, ხელი მოეწერა, ოთხ სალიცენზიო შეთანხმებას, რომლებიც პრეცედენტულ ხასიათს ატარებს. პრეზენტაციას უძღვებოდა „ბრავო რექორდსის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ზურაბ ბეჟაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – მანანა ფრუიძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდდომარის მოადგილე – მირიან კულულაშვილი და საქართველოში მოქმედი, სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები.
აღნიშნული მოვლენა, 2015 წლის 26 აპრილს, დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას ემსახურება. კონკრეტულად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას საქართველოში.