დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი და უბადლო შემსრულებელი, ნანი ბრეგვაძე, პირველად წერს სოლო ალბომს საქართველოში. ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ახალი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა უნიჭიერესმა მუსიკოსმა და დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა.
ამ ალბომზე მუშაობის პატივი წილად ხვდა, მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსს“. სტუდიურ ჩაწერებზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის ბეჭდვა და საპრეზენტაციო სამზადისი.
CD ალბომში სახელწოდებით – ”ვიხსენებ მე”, შედის თორმეტი ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ ცხოვრებისეულ გზებზე, რაც მან დღევანდელ დღემდე განვლო. ალბომში, გარდა CD-სა, შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.
CD ალბომს, ”ბრავო რექორდსი”, ნოემბრის თვიდან გამოსცემს და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ”ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელში (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები, „ბიბლუსის“ ქსელში არსებული მაღაზიები და ა.შ).
პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სპონსორები: კომპანია ”PSP” და ”თიბისი ბანკი”
პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”
რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და “ფორტუნა”