2015 წლის 24 მარტს, „ბრავო რექორდსში“, გაიმართა სინქრონიზაციის უფლების პრეზენტაცია. სინქრონიზაცია საერთაშორისო ტერმინია და მას, ქართული კანონმდებლობაც იცნობს, რომელიც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ, კანონის შესაბამისად, დაცულია, როგორც რექპროდუცირების უფლება.
პრეზენტაცია გაიმართა სპეციალურად სარეკლამო კომპანიებისათვის. მათ ინფორმაცია მიეწოდათ, ამ უფლებისა და მათი მფლობელების შესახებ.
2015 წლიდან, „ბრავო რექორდსი“, მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში, ყველაზე დიდი Record Label-ების Sony Music Entertainment-ის, Warner Music-ისა და Universal Music Group-ის, ასევე მსოფლიოში უდიდესი Publisher-ების Warner/Chappell Music-ისა და Universal Music Publishing Group-ის წარმომადგენელი გახდა და უფლებადამცველი საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან, „ბრავო რექორდსი“ უფლებამოსილია, სუბიექტი, გასცეს ამ გიგანტი კომპანიების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების რეკლამაში, კინოში, თამაშებსა და სხვა ნებისმიერ აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის (გამოყენების) ნება. ჩამოთვლილი კომპანიების რეპერტუარი კი, მთელს მსოფლიოში არსებული მუსიკალური რეპერტუარის, დაახლოებით 90%-ია.
პრეზენტაციაზე, „ბრავო რექორდსა“ და სარეკლამო კომპანიებს შორის, გარკვეული პირობები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დაიცვან საავტორო და მომიჯნავე უფლებები. სამუშაო შეხვედრები, სარეკლამო კომპანიებთან, მომავალშიც გაიმართება.