თებერვალი 24, 2012 tatakr

“ბრავო რექორდსი” ქართულ ვებ-გვერდებზე მისი პროდუქციის უკანონო განთავსების აკრძალვას ითხოვს (ვიდეო)

ხმის ჩამწერი კომპანია “ბრავო რექორდსი” ქართულ ვებ-გვერდებზე მისივე გამოცემული თამთა ცხვიტავას მუსიკალური ალბომის უკანონო განთავსებას ეხმიანება. აღნიშნული ფაქტი, გამომცემელს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს. “ბრავო რექორდსმა” დახმარებისთვის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. მომზადდა მიმართვები, რომელიც ქართულ ვებ-გვერდებზე მუსიკალური ნაწარმოებების უკანონო განთავსების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

მსგავსი არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვა კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების კამპანიის გზაზე. კამპანია მიზნად ისახავს არალიცენზირებული პროდუქციის ლიცენზირებულით ჩანაცვლებას, რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს, ქართული ბაზარიდან მეკობრული კულტურის განდევნას და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact