ივლისი 29, 2023 tatakr

გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი “ლაშარი” “ბრავო რექორდსი” ახალ ფოლკლორულ ალბომს წერენ

“ბრავო რექორდსი” წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფოლკლორული სიმღერების გენიალური მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ჩაწერს ახალ ალბომს, სადაც შესული იქნება 20-მდე სიმღერა.
სიმღერები შესრულდება ანსამბლ “ლაშართან” ერთად. ანსამბლის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი კი თავად გიორგი უშიკიშვილი გახლავთ.
ალბომის ერთ-ერთ სიმღერას წარმოადგენს შესანიშნავი ქართულ-ხალხური სიმღერა “წინწყარო”, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ჰამლეტ გონაშვილისა და ანსამბლ “რუსთავის” შესრულებით.
პროექტის სპონსორი და მხარდამჭერია მამუკა ხაზარაძე, რომლის მეშვებითაც საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი, ეროვნული სიმღერების კრებული.
ხოლო სიმღერებს არანჟირებას გაუწევს “ბრავო რექორდსის” არანჟირების სპეციალისტი ალეკო ბერძენიშვილი.
Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact