„ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით ცნობილი გერმანელი ორღანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორი იორგ ჰალუბეკი 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება. იორგ ჰალუბეკი მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებლად და მკვლევარად ითვლება, მისი აღმოჩენილია რამდენიმე მივიწყებული ოპერა და ბაროკოს პერიოდის მრავალი მუსიკალური ნაწარმოები.
2004 წელს, ლაიფციგში იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მე-14 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იორგ ჰალუბეკმა განახორციელა ფართომასშტაბიანი პროექტი სახელწოდებით „ბახის საორღანო პეიზაჟები“, რომლის ფარგლებშიც, მან იმოგზაურა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და შეისწავლა ორღანთმშენებლობის ტრადიციები, შეხება ჰქონდა ბახის დროინდელ ისტორიულ ინსტრუმენტებთან, გამოიკვლია ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების გავლენები იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის ჟღერადობებზე. იორგ ჰალუბეკმა ვიდეოგადამღებ ჯგუფთან ერთად, იმოგზაურა გერმანიის 10 ქალაქში, დაუკრა იმ ორღანებზე, სადაც თავის გენიალურ კომპოზიციებს ქმნიდა და ასრულებდა იოჰან სებასტიან ბახი და ეს უნიკალური მუსიკალური პროექტი BERLIN CLASSICS-ის რექორდ ლეიბლთან ერთად, CD ალბომების სერიად გამოსცა. აღნიშნული მოგზაურობის შედეგად, იორგ ჰალუბეკმა და მისმა ვიდეოგადამღებმა ჯგუფმა შექმნეს უნიკალური ფოტო და 360°-იანი VR ვიდეო მასალა, რომელზედაც ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში აღიბეჭდა ბახის ხმოვანი სამყარო – გერმანიის ქალაქები და მათი შემოგარენი, ეკლესიები, ორღანები, ის გარემო, სადაც ცხოვრობდა და თავის მარადიულ მუსიკას ქმნიდა გენიალური იოჰან სებასტიან ბახი.
2007 წელს, 14 კვირა დღის განმავლობაში გამართულ კონცერტებზე, იორგ ჰალუბეკმა იოჰან სებასტიან ბახის ყველა საორღანო ნაწარმოები შეასრულა. დღესდღეობით, ის მონაწილეობს ბახის მუსიკალურ ფესტივალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად გამოდის მსოფლიოს წამყვან საკონცერტო სცენებზე, როგორც კლავესინისტი. 2008 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ბაროკოს ცნობილი ორკესტრი სახელწოდებით „IL Gusto Barocco“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია – https://biletebi.ge/…/mogzauroba-iohan-sebastian-baxis…
და ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში
პროექტის წარმდგენები არიან: Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო
გენერალური სპონსორი: Knauf • კნაუფი
სპონსორი: K-array Georgia • ქეი–ერეი საქართველო
მხარდამჭერი: IPOA
საინფორმაციო მხარდაჭერა: Rustavi 2 • რუსთავი 2 რადიოჰოლდინგი Radio Fortuna FM 106,9