კლიპში, პოპულარული ქართველი შემსრულებლები, ალეკო ბერძენიშვილი და სოფო ბათილაშვილი, ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსების, პიტერ გებრიელისა და ქეით ბუშის დუეტის – Don’t Give Up, ქავერ ვერსიას ასრულებენ.
ვიდეორგოლში, გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ისტორიული ფოტოსურათები, რომლებიც ემოციურად ასახავენ მიმდინარე პანდემიას და ადამიანთა დრამატულ მდგომარეობას, დღევანდელ მსოფლიოში.
კლიპის რეჟისორი: დათო გერსამია
ოპერატორი: ლევან აბულაძე
რეჟისორის ასისტენტი: ტატო ხაბაზიშვილი
მუსიკალური პროდიუსერი: ალეკო ბერძენიშვილი
იდეის ავტორი: ზაზა შენგელია
ჩაწერილი და გადაღებულია “ბრავო რექორდსში”
ვიდეოკლიპის პრეზენტაცია, ქართული აუდიტორიისათვის, დღეს შედგა, 17 მაისს, ონლაინ პლატფორმაზე Marketer.ge – https://www.marketer.ge/dont-give-up-bravo-records/?fbclid=IwAR0q7M3HHoBDhA45zKrNDDQqtlYz_YBQ4DxDL4ofZQ8EN9nQcvH31Le_qf0
პროექტის მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა, საქართველოს საავტორო უფლებების დამცველთა საზოგადოებას GERA და მუსიკალურ გამომცემლობას, Primo Music
This Planet Is Our Home !
Life Is Beautiful !
იხილეთ ვიდეო