12 ივნისს, რესტორან OTIUM-ში, გაიმართა ნინა სუბლატის სადებიუტო CD ალბომის პრეზენტაცია.
ახალგაზრდა ვარსკვლავი, ნინა სუბლატი, ახალ ეტაპს მუსიკალურ კარიერაში, სადებიუტო ალბომით იწყებს. ”საქართველოს ვარსკვლავი 2013-ის“ გამარჯვებულმა, ნინა სუბლატმა, კომპანია ”ბილაინისგან“, პირველი ალბომის დაფინანსება მიიღო ჯილდოდ, რომელიც „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა. ალბომში, სახელწოდებით – Dare To Be Nina Sublatti, შედის ხუთი მსოფლიო ჰიტის ქავერ ვერსია და ხუთი, სპეციალურად ნინას სადებიუტო ალბომისათვის შექმნილი ახალი სიმღერა. გარდა მუსიკალური მხარისა, „ბრავო რექორდსში“, ნინას ახალი სასცენო იმიჯის შემუშავდა. ალბომისათვის, საიმიჯო სურათები გრეგორი (ჯიჯი) რეჯინმა გადაიღო. ალბომში შესული მრავალფეროვანი სასიმღერო კომპოზიციები, მომღერლის ახლებური იმიჯი და CD ალბომის უმაღლესი ხარისხი, ნამდვილი სიურპრიზი იქნება ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელისათვის და ისინი კიდევ ერთხელ თავიდან აღმოაჩენენ საქართველოს ვარსკვლავს – ნინა სუბლატს. CD ალბომის შეძენა, 12 ივნისიდან, ყველა მსურველისათვის იქნება შესაძლებელი იქნება ”ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, სუვენირების მაღაზიები და ა.შ.).
პრეზენტაციის ბოლოს, ნინა სუბლატმა, ექსკლუზიურად მოწვეული სტუმრებისათვის შეასრულა ალბომში შესული, რამოდენიმე მუსიკალურ კომპოზიცია, რის შემდეგაც, ალბომები გაიყიდა. ნინამ, ყველა მსურველს დაურიგა ავტოგრაფი და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.