2011 წლის გაზაფხულიდან, “ბრავო რექორდსის” სტუდიასა და საქართველოს კინოთეატრებს (შპს “ფილმის დისტრიბუციის კომპანიაში” შემავალი კინოთეატრები: “რუსთაველი”, “ამირანი”, ქ. რუსთავის “რუსთაველი” და ასევე კინოთეატრი “საქართველო”) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ ,”ბრავო რექორდსი” კინოთეატრებში გასულ ფილმებს ქართულ ენაზე გაახმოვანებს.
რამდენიმე ფილმი უკვე დუბლირებულია. მათ შორის, აღსანიშნავია, ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერის, “ტრანსფორმერების” მესამე სერია. ამ მაღალტექნოლოგიურ და გასახმოვანებლად საკმაოდ რთულ ფილმზე მუშაობისას, სტუდიამ თავისი შესაძლებლობები, სრულად გამოავლინა.
შეგიძლიათ იხილოთ ტრანსფორმერების დუბლირებული ვარიანტის მცირე მონაკვეთი.