ივნისი 22, 2017 tatakr

“ბრავო რექორდსში” ახალი პროექტის – „ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“ პრესკონფერენცია გაიმართა (ვიდეო)

“ბრავო რექორდსმა“, კომპანია “Altervision Group-თან“ ერთად, ახალი პროექტის შესახებ –  “ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია”, პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიება, 15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე შედგება. მონაწილეობას მიიღებენ და ირაკლის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ, ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლები და მუსიკოსები:

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით / სტეფანე / ოთო ნემსაძე / ნინა სუბლატი / ლევან მასპინძელაშვილი / მარიკო ლეჟავა / მაია დარსმელიძე / გვანცა ჯაფარიძე / Soft Eject / Green Room / რობი კუხიანიძე & Outsider / LoudSpeakers / ერეკლე დეისაძე.

ბილეთის ფასი:

10, 15, 20, 25, 30 და 60 ლარი.

ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება 23 ივნისიდან, biletebi.ge-ზე.

მოგვიანებით, ბილეთები ფიზიკური სახითაც გაიყიდება – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ქობულეთში.

პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact