გასული საუკუნის 90-იან წლების შუაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა “მელოდიაში”, გოგი დოლიძე სიმღერებს წერდა ახალი ალბომისათვის.
“ბრავო რექორდსმა” გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის, ქეთი ლოლაძის თანადგომით, შეძლო მოეპოვებინა, ეს უნიკალური, ცალკე ტრეკზე ჩაწერილი სიმღერები – გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე.
პროექტის ხელმძღვანელად შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი, ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც შემოგვთავაზა გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით. ალბომში შესულია თერთმეტი ყველასათვის საყვარელი ჰიტის სრულიად ახალი ვერსია.
რამოდენიმე თვის განმავლობაში, “ბრავო რექორდსის” გუნდი ზვიად ბოლქვაძესთან ერთად, თავდაუზოგავად მუშაობდა გოგის ამ უნიკალურ პროექტზე. 19 ოქტომბერს, “ბრავო რექორდში” გაიმართა ალბომის “იყო არა იყო რას…” პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ გოგის მეგობრები, ოჯახის წევრები, ღვინო “ძველი თბილისის” და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები, რომელთა გარეშეც, ალბომის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. ემოციურად დატვირთული საღამო დაასრულა ზვიად ბოლქვაძემ, რომელმაც როიალზე შეასრულა ალბომში შესული სიმღერა – “გავა დრო და მოვუყვებით შვილებს” გოგის ვოკალის თანხლებით. ბრავო რექორდსისთვის, ეს ალბომი, ყველაზე უნიკალური და ექსპერიმენტული პროექტია.
ეს უნიკალური დისკი უკვე გაყიდვაშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა ობიექტებზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (“ბიბლუსის” მაღაზიებში, პრესის ჯიხურებში, ლიტერატურულ კაფეებში, მაღაზია “გურუში” და ა.შ.)
ეს ალბომი იქნება ნებისმიერი ქართველისთვის საყვარელი მომღერლის, გოგი დოლიძის ერთგვარი გაცოცხლება, მისი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერების თავიდან დაბადება.
ალბომში შესული სიმღერები:
- ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
- იყო არა იყო რა
- ხმალი ავლესოთ
- ძველებური თბილისური
- გავა დრო და მოვუყვებით შვილებს
- თბილისი
- გულო
- ქართველების ერთად ყოფნა
- აყვავილდა ნუში
- ომში წასულო ვაჟკაცო
- ალგეთს ლეკვები მგლისანი