ამერიკული პოპ მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი, დეჟა გომესი, 2 მარტს, თბილისში ჩამოფრინდა. იმავე დღეს ეწვია “ბრავო რექორდსს”, სადაც სოფო ნიჟარაძის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, დეჟა გომესისა და სოფო ნიჟარაძის დუეტის ჩაწერა დაიწყო. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა. არანჟირება კი ეკუთვნის გენიალურ მუსიკოსს, მორის ფლეჟერს, რომელიც წლების მანძილზე, ჯგუფ Earth Wind & Fire-ის მუსიკალური ხელმძღვანელია. დეჟა გომესთან ერთად, ჩამოვიდა მისი პროდიუსერი, ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი გამოცდილი და სერიოზული წარმომადგენელი, გრეგ ქოკლი.
დეჟა გომესის საქართველოში ყოფნის 6 დღე საკმაოდ დატვირთულია. მის განრიგშია “ბრავო რექორდსში” სიმღერის ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერება, კლიპის გადაღება და პრესკონფერენცია.