ივნისი 24, 2014 tatakr

“ბრავო რექორდსში”, ირაკლი ჩარკვიანის ახალი CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

დღეს, 24 ივნისს „ბრავო რექორდსში“, გაიმართა ირაკლი ჩარკვიანის ახალი CD ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით THE BEST OF KING, რომელზეც, ბოლო რამოდენიმე თვეა,”ბრავო რექორდსში“ მიმდინარეობს მუშაობა. CD ალბომში, შედის ირაკლი ჩარკვიანის თერთმეტი ყველა დროის საუკეთესო ჰიტი და ასევე, მსმენელისათვის ნაკლებად ცნობილი ხუთი ბონუს სიმღერა.

გარდა საუკეთესო და ბონუს მუსიკალური ნაწარმოებებისა, CD ალბომის დიზაინი განსხვავებული და ორიგინალური ფორმითაა წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია ქეთათო პოიაშვილს და დავით მაჭავარიანს (კაკადუ) ეკუთვნის. ალბომის სრული ტირაჟი სპეციალური შეკვეთით, უკრაინაში დაიბეჭდა. CD ალბომს, თანდართული აქვს მინი კატალოგი, რომელიც აწყობილია ირაკლის საუკეთესო ლექსებით, ექსკლუზიური ფოტოებითა და ჩანაწერებით.

აღსაღნიშნავია ფაქტი, რომ მუსიკალურ მაღაზიებში, მსგავსი სახით, ირაკლი ჩარკვიანის ალბომი არაა. ”ბრავო რექორდსმა“ შეძლო, მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრებისთვის მოეყარა თავი და ერთ ალბომად გაეერთიანებინა. ალბომი ერთიან წარმოდგენას შეუქმნის თითოეულ ადამიანს, ირაკლი ჩარკვიანზე, რაც უდიდესი საჩუქარია ირაკლის ერთგული მსმენელისათვის.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ირაკლის მეგობრები, ოჯახის წევრები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, ჟურნალისტები და ა.შ. თითოეულ მათგანს, საჩუქრად გადაეცა მეფის ახალი ალბომები. ალბომის წარდგენის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ქონდა, მოესმინა, რობი კუხიანიძის მიერ შესრულებული ირაკლის ერთ-ერთი ჰიტი, რომელიც ახალ CD ალბომში შევიდა. პრეზენტაციის ბოლოს, გაიმართა ე.წ. Signing Party, სადაც ყველა მსურველს, ნაჩუქარ ალბომებზე, გელა ჩარკვიანმა და ქეთათომ დაურიგეს ავტოგრაფი.

CD ალბომი, 26 ივნისიდან, „ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში ყველა მსურველისათვის იქნება ხელმისაწვდომი (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები და ა.შ.).

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

სპონსორები: „კავკასუს ონლაინი“ და „პე-ეს-პე“

პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”

პროექტის რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და ”ფორტუნა”

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact