„ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, BBC Persian Music პროექტისთვის, გადაცემის ჩაწერა და გადაღება ხორციელდება. პროექტის ავტორი ცნობილი ირანელი პროდიუსერი Behzad Bolour გახლავთ. პროექტის მიზანია, სპარსული მუსიკისა და ირანში თუ მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები, სპარსულენოვანი მუსიკოსების პოპულარიზაცია. Behzad Bolour-ი, 1990 წლიდან, BBC Persian-ზე ახალგაზრდული და მუსიკალური გადაცემების პროდიუსერი და წამყვანია. მას BBC World Service-ის არაერთი ჯილდო მიუღია. Behzad-ის ინიციატივით, BBC Persian-ის ვებ გვერდზე, გაკეთდა არხი, რომელზეც მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ირანული კონცერტების ტრანსლაცია მიმდინარეობს. ამჯერად, მისი გადაცემა, ახალგაზრდა ცნობილ ირანელ მომღერალს – Rezaya-ს ეძღვნება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ირანსა და მალაიზიაში. მომღერალი თავად გახლავთ საკუთარი სიმღერების, მუსიკისა და ტექსტის ავტორი.
Behzad-ი საქართველოს ხშირი სტუმარია და სამომავლოდ, არაერთი მუსიკალური პროექტის განხორციელებას გეგმავს „ბრავო რექორდსში“.