მარტი 13, 2013 tatakr

“ბრავო რექორდსში” ლიზა ბაგრატიონმა სიმღერის ჩაწერა დაასრულა

“ბრავო რექორდსში”, დასრულდა ნიკოლოზ რაჭველის მიერ, ახალი და ორიგინალური არანჟირებით, გია ყანჩელის საყოველთაოდ აღიარებული მუსიკალური ნაწარმოების ჩაწერა. აღნიშნული ნაწარმოები, გია ყანჩელმა, სპეციალურად, რობერტ სტურუას სპექტაკლისათვის –  “ხანუმა” დაწერა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სიმღერას ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ასრულებს ცოცხალი ბენდის თანხლებით. ტექსტი ეკუთვნის ქართველ პოეტს და დრამატურგს, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის. მუსიკალური ნაწარმოები ლიზას შესრულებით, პირველად 2013 წლის 2 მარტს სოფიკო ჭიაურელის 75 წლის საქველმოქმედო საღამოზე გაჟღრდა.

შემსრულებლები:

ვოკალი – ლიზა ბაგრატიონი

როიალი – ნიკოლოზ რაჭველი

საყვირი – დავით შამანაური

კონტრაბასი – დიმიტრი გაგულიძე

ალტი – გიორგი ცაგარელი

დასარტყამი ინსტრუმენტი – ლევან აბშილავა

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact