“ბრავო რექორდსში”, “ჯეოსტარი 2010-ის” გამარჯვებულის, ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის ჩაწერა დაიწყო. კომპანია “ჯეოსელმა” ოთოს ალბომის ჩაწერა “ჯეოსტარის” ფინალზე, საჩუქრად გადასცა. ალბომი მთლიანად ოთარ რამიშვილის რეპერტუარისგან შედგება. ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერების არანჟირების თანამედროვე ვერსიები უნიჭიერესმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ შექმნა და მათ “ჯეოსტარის” ბენდი ასრულებს.
ალბომი ცოცხალი ინსტრუმენტებით იწერება. სიმღერების თანამედროვე ჟღერადობა უფრო მიმზიდველი იქნება დღევანდელი ახალგაზრდობისთვის. ამ პროექტით, ოთარ რამიშვილის რეპერტუარს, ახალგაზრდა თაობა უკეთ გაეცნობა და შეიყვარებს.