რეზო გიგინეიშვილის ფილმის (“სიყვარული აქცენტით”) საუნდტრეკი “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. ეს რეზოს მეხუთე ფილმია და მისი პრემიერა, როგორც საქართველოსა და რუსეთში, ასევე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ერთდროულად გაიმართება. ფილმის გადაღებები თბილისში, ბათუმში, კახეთსა და ყაზბეგში მიმდინარეობდა. ფილმი სიყვარულზეა და შვიდ ნოველას მოიცავს.
“ბრავო რექორდსის” სტუდიაში, დათო ევგენიძე, ნიკა რაჭველი და რეზო გიგინეიშვილი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეიკრიბნენ. ჩაიწერა გია ყანჩელის, დათო ევგენიძის და ნიკა რაჭველის ნაწარმოებები.
ამ ეტაპზე, “ბრავო რექორდსში”, ჩაწერილი საუნდტრეკის მასტერინგი მიმდინარეობს.