დღეს “ბრავო რექორდსში” სპეციალურად ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლის ნუცა თოფურიას (Nuca Topuria) სადებიუტო ალბომის გამოსვლასთან და სოლო კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (signing party) გაიმართა.
ალბომის სახელწოდებაა “მოვალ”, სადაც შესულია ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური სიმღერების ახლებური ვერსიები: “გამოდი”; “ერთხელ”; It’s a Good Day; “წამოვალ”; Comment Te Dire Adieu; “გინდა დაიჯერე”; “ნაზი მისები”; “ია ია; “ვარდებსა და გვირილებში” და “ისევ ის ბაღი”.
26 ნოემბერს, კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალბომის საპრეზენტაციო, კონცერტი გაიმართება. კონცერტში ნუცასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: სპეციალურად მოწვეული ქართველი მომღერლები და მუსიკოსები: სოფო ნიჟარაძე; ნოდარიკო ხუციშვილი; სანდრო კვაჭაძე (ბიბიჩა); გიორგი ცხადაძე; ლუკა ჭოხონელიძე; სანდრო გეგეჩკორი; ლუკა თოფურია და ბენდი “ნიუტონი” – შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზურა ასტამაძე (გიტარა); ამირან დიასამიძე (კლავიში).