სტეფანე, „ბრავო რექორდსში“, სრულიად ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს, რომელიც ძალიან მალე გამოვა. სიმღერის ტექსტი ზაზა კოშკაძეს (კოშკა), ხოლო არანჟირება “ბრავო რექორდსის“ ხმის ინჟინერს, ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნით.
სიმღერის ჩაწერაში, მონაწილეობა ძალიან ბევრმა ნიჭიერმა მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის იყვნენ, “საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის” რამოდენიმე მევიოლინე, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობდა.
სტეფანე ძალიან მალე, ახალ სიმღერაზე ვიდეო კლიპის გადაღებასაც გეგმავს, რომლის რეჟისორი, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გრიგორი დევიჯიევი (ჯიჯი) იქნება.