საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ძმები კარბელაშვილები მათი მოწამეობრივი ცხოვრებისთვის, ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის და უნიკალური ქართული საგალობლების გადარჩენისათვის წმინდანებად შერაცხეს. ძმები კარბელაშვილების მიერ, ნოტებზე გადატანილ საგალობლებს, დღემდე გალობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მათ “კარბელაანთ კილოს” ეძახიან.
“ბრავო რექორდსში”, ოცზე მეტი საგალობელი ჩაიწერება, რომელსაც საქართველოში არსებული სხვადასხვა მგალობელი გუნდები შეასრულებენ. დისკის პრეზენტაცია 3 სექტემბერს შედგება, რადგან ეს დღე, ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა.
დღეს “ბრავო რექორდსის” სტუდიაში, ქაშვეთის ტაძრის მგალობელთა გუნდი “აღსავალი” იწერება.