“მოლოდინი” – ასე ჰქვია თამაზ ჯორბენაძის სიმღერას, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა. მისი ახლებური ვერსიის ჩაწერა, ამჟამად, “ბრავო რექორდსში” მიმდინარეობს. ტექსტის ავტორი გახლავთ – მედეა სიმონიშვილი. სიმღერა პირველად, 1970 წელს გაჟღერდა, კონკურსზე “ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”.
პროექტზე მუშაობენ:
ფორტეპიანო – გიორგი გეგაშვილი
ჩელო – ლიზა რამიშვილი
ვოკალი – ნუცა თოფურია
პროდიუსერი – თეონა ჯორბენაძე