პირველად მათი დუეტი ევროვიზიაზე შედგა, სადაც მათ შეასრულეს სიმღერა “Waterfalls”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა არამარტო საქართველოში არამედ საზღვრებს გარეთაც. სიმღერა სხვადასხვა ჩარტებში იკავებდა მოწინავე პოზიციას, და ამასთანავე ის გახდა ევროვიზიის საფინალო სიმღერაც.
ევროვიზიიდან 10 წლის შემდეგ ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის მეორე დუეტი სწორედ ჩვენ სტუდიაში იწერება, რომლის სახელწოდებაა “სად იმალები”.
მუსიკის ავტორი – სოფო გელოვანი
ტექსტის ავტორი – თიკო აფხაიძე
კლავიში- პაატა ანდრიაძე
ბასი – ლაშა დეისაძე
დრამი – ზაზა ცერცვაძე
აუდიო ინჟინერი – ალეკო ბერძენიშვილი