ივნისი 4, 2012 tatakr

გია ყანჩელი “ბრავო რექორდსს” ესტუმრა

“ქართული ხმების” პროექტთან დაკავშირებით, “ბრავო რექორდსმა” გია ყანჩელი მოიწვია.  ქართული ხმების საიუბილეო ალბომი “ბრავო რექორდსში” ჩაიწერება. ალბომი შემდგარი იქნება ორი დისკისგან: ქალაქური სიმღერები და ფოლკლორი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რეპერტუარის შერჩევა. პარალელურად, კეთდება არანჟირებები. გია ყანჩელის “ჰერიო ბიჭებო” ერთ-ერთია იმ 12 სიმღერიდან, რომელიც ქართული ხმების ქალაქურ რეპერტუარში შევა.

დღეს, მამუკა (პეკე) ბეგაშვილის მიერ გაკეთებული არანჟირების ახალი ვერსია მოისმინა გია ყანჩელმა და როგორც სიმღერის ავტორმა, რამდენიმე რჩევა მოგვცა.

ქართული ხმების ალბომის ჩაწერა ივნისში დაიწყება. შემოდგომაზე 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იგეგმება ალბომის გამოცემა და გრანდიოზული კონცერტი.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact