ივნისი 23, 2011 tatakr

გიგი ვანდერის სადებიუტო ალბომი ”ბრავო რექორდსში” ჩაიწერა (ვიდეო)

24 წლის მუსიკოსი გიგი ჭიპაშვილი, იგივე ”გიგი ვანდერი”, ორი წელია, რაც ამერიკიდან დაბრუნდა. იგი აქტიურად წერს სიმღერებს და საზოგადოებამაც საკმაოდ კარგად გაიცნო, თუმცა საქართველოში, ნამდვილი გვარით არავინ მიმართავს – „გიგი ვანდერი“ მისი მუსიკალური ფსევდონიმია, რომელიც ლეგენდარულ მომღერალს, სტივი ვანდერს უკავშირდება.

გიგი ექვსი წლიდან უკრავს. 18 წლის ასაკში, New England Conservatory-ის სტიპენდია მოიგო, სადაც 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. გარდა იმისა, რომ უნიკალური გამოცდილება მიიღო, მოისმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსების ლექციები, როგორებიც არიან ჯონ მეიერი, ბილი ჯოელი, ბარბარა სტრეისანდი. მისთვის, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი, სტივ ვანდერის პირადად გაცნობა აღმოჩნდა. გიგი, ამ ფაქტს, ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარ მოგონებად მიიჩნევს.

მასტერკლასის დროს, სტივ ვანდერმა ექვსი სტუდენტი ექვსი სტუდენტი დაპატიჟა თავის კონცერტსა და მიღებაზე, მათ შორის, გიგიც აღმოჩნდა. კონცერტის განმავლობაში, სტუდენტები სცენაზე მიიწვია და ექვსი სიმღერა შეასრულა მათთან ერთად. ერთ-ერთი უცხოური გაზეთის სტატიაში, გიგის „ქართველი თეთრკანიანი სტივი ვანდერი“ უწოდეს. ამის შემდეგ, ნებისმიერ ადგილას გამართულ კონცერტზე „გიგი ვანდერის“ ფსევდონიმით წარადგენდნენ, რაც დღემდე გრძელდება.

ხმის ჩამწერი სტუდიის, ,,ბრავო რექორდსის” პირველი მუსიკალური ალბომის გამოშვება სწორედ გიგი ვანდერს უკავშირდება. ალბომის სახელწოდება ,,Late Night Piano Conversation”, ზუსტად ასახავს კომპოზიციების რომანტიკულ და გულწრფელ განწყობას.
ალბომში შესული ყველა კომპოზიცია მხოლოდ ფორტეპიანოზეა შესრულებული, რომელიც იამაჰას ექსკლუზიურ როიალზე ჩაიწერა, რაც საქართველოში, მხოლოდ „ბრავო რექორდს“ აქვს. ეს ჩანაწერი ახალი მეთოდით, რამოდენიმე მიკროფონის გამოყენებით გაკეთდა, რომლის ჟღერადობაც აღფრთოვანებას იწვევს მსმენელში.

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ ალბომიდან ერთ-ერთი ტრეკის, A Child is Born-ის მოსმენა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact