სექტემბერი 2, 2020 tatakr

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირისთვის მისმა შვილმა “ბრავო რექორდსში” საქართველოს ჰიმნი ჩაწერა

18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალებში, მისი სახელობის “3X3 კალათბურთის” ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულა. ტურნირამდე რამოდენიმე დღით ადრე, ანა ოჯახთან ერთად, “ბრავო რექორდსს“ ესტუმრა და რეპეტიცია გაიარა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის “3X3 კალათბურთში” ტურნირს, საფუძველი 18 აგვისტოს ჩაეყარა და 26 აგვისტოს, ფინალური თამაშით, ბათუმში დასრულდა. ჩემპიონატში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52-მა გუნდმა იასპარეზა. “3X3 კალათბურთში”, თამაშები ორ ეტაპად ჩატარდა. 26 აგვისტოს, ფინალურ ეტაპზე გამოვლენილმა გამარჯვებულმა გუნდმა, გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი მიიღო.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, 9 აგვისტოს, იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ, ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact