“სიმღერა გორზე” – ასე ქვია ჯემალ ბეგლარიშვილის სიმღერას, რომელიც ამჟამად “ბრავო რექორდსში” იწერება. სიმღერის ჩაწერაზე მუშაობენ “გორის ქალთა კამერული გუნდი”; ოთო ნემსაძე; გიორგი სუხიტაშვილი; თამარ ოქროპირიძე (“გორის ქალთა კამერული გუნდის” ერთ-ერთი სოლისტი) და თეონა ცირამუა (“გორის ქალთა კამერული გუნდის” ხელმძღვანელი). ძველი სიმღერის ახლებური ვერსია ეკუთვნის “ბრავო რექორდსის” არანჟირების სპეციალისტს, მამუკა (პეკე) ბეგაშვილს.