თბილისის მერიისა და კომპანია „Altervision ჯგუფის“ ინიციატივით, საქართველოს, Grammy-ის პრეზიდენტი, ნილ პორტნოუ ეწვია. NARAS-ის (National Academy of Recording Arts and Sciences) აკადემიის პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს, ეკონომიკური განვითარების მეხუთე ფორუმში, რომელიც თბილისში იმართება.
ნილ პორტნოუ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა. მოხსენება ეხებოდა მუსიკალური საავტორო უფლებების დაცვის თემას. იგი ასევე შეეხო საერთაშორისო მუსიკალურ ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობის თემას.
ვიზიტის ფარგლებში, ნილ პორტნოუ ”ბრავო რექორდსაც” ეწვია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი სტუდიის დათვალიერების შემდეგ, მან კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მსგავსი დონის სტუდიის არსებობა, ამ რეგიონში, უმნიშვნელოვანესი პირობაა მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისათვის.