დათო არჩვაძეს ქართველი მსმენელი იცნობს, როგორც “ქართული ხმების” წევრს, ყველასათვის საყვარელი ქალაქური სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. “ეს ქალაქია” დათოს პირველი ალბომია, როგორც ავტორის. ამისთვის დათო, დიდი ხანია, ემზადება. ალბომში შესულ თხუთმეტივე სიმღერას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ. დათოს პროექტი “ბრავო რექორდსის” მეორე პროექტია, თუმცა პირველ ვარსკვლავურ ალბომს წარმოადგენს.
“ბრავო რექორდსის” გუნდი ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა დათო არჩვაძის პროექტზე. პირველი ეტაპი, რეპერტუარის შერჩევა, ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია ახალი ალბომის გამოცემის პროცესში. საბოლოოდ, ალბომში შევიდა თხუთმეტი სიმღერა, აქედან, ცხრა ახალი და ექვსი – ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიტი.
კომპოზიტორიდან – მსმენელამდე ძალიან დიდი გზა არის გასავლელი, რასაც მუსიკალური ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი” მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით ახორციელებს. როგორც დასავლური რექორდ “ლეიბლები”, “ბრავო რექორდსი”, უზრუნველყოფს, რეპერტუარის შერჩევას, ალბომის ჩაწერას, დიზაინის კონცეფციის შექმნას, პრომოუშენს და რეკლამას, ალბომის პრეზენტაციას, კონცერტს, ალბომის დისტრიბუციას და საავტორო უფლებების მართვას.
ალბომის კონცერტი-პრეზენტაცია გაიმართა სიღნაღში, 15 სექტემბერს, ბუტიკ სასტუმრო “კაბადონში”.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ნანი ბრეგვაძე, ქართულ ხმები, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე, დუეტი “ჯორჯია”, მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე, თამთა ცხვიტავა, ნეკა სებისკვერაძე, ლაშა ღლონტი, კობა ჭეფხოძე და ლელა თელია, თეატრალურის კვარტეტი, დათუნა მგელაძე.
კონცერტი გაიმართა ცოცხალი შესრულებით, “ბრავო ბენდიის” თანხლებით.
დისკი დამატებულია “ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში და ნებისმიერ მსურველს, 18 სექტემბრიდან, შეუძლია შეიძინოს, როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით არსებულ, სხვადასხვა ობიექტებში (პრესის ჯიხურები, ლიტერატურული კაფეები, “ბიბლუსის” ქსელის მაღაზიები, მაღაზია “გურუ” და ა.შ.)
ალბომში შესული სიმღერებია:
- ეს ქალაქია – ნანი ბრეგვაძე და ქართული ხმები
- ტირიფი – რომა რცხილაძე
- თეთრი სანთელი – კობა ჭეფხოძე და ლელა თელია
- სიყვარულზე გიმღერებ – თეატრალურის კვარტეტი
- მიყვარხარ – ნინო ქათამაძე
- ერთი ოცნება – ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე
- ბედნიერი წამი – დათუნა მგელაძე
- შენი სიმღერა – მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე
- სიყვარულს გპირდები – დუეტი “ჯორჯია”
- მოწყალება გაიღე – ნატო გელაშვილი და დათო არჩვაძე
- ია – თამთა ცხვიტავა და ქართული ხმები
- ნაფერები იები – ლაშა ღლონტი
- მონატრებიხარ ფიქრებს – ლაშა ღლონტი, ენდრიუ პარტინი და დათო არჩვაძე
- მზიანი ღამე – ნეკა სებისკვერაძე
- საჩუქარო ღვთისაო – დათო არჩვაძე