დათო არჩვაძეს, ქართველი მსმენელი იცნობს, როგორც “ქართული ხმების” წევრს, ყველასათვის საყვარელი სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. “ეს ქალაქია” – მის პირველ ალბომს წარმოადგენს. დათო უნიჭიერესი კომპოზიტორი და არაერთი ჰიტის ავტორი გახლავთ.
მის პირველ ალბომში, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები გახლავთ მოწვეული: ნანი ბრეგვაძე, “ქართული ხმები”, რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ოთო ნემსაძე, დათუნა მგელაძე, მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, დუეტი “ჯორჯია”, ნატო გელაშვილი, თამთა ცხვიტავა, ლაშა ღლონტი, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტეტი. ყველა სიმღერა ჩაწერილია, მიმდინარეობს მიქსინგი და მასტერინგი.
ალბომი სექტემბერში გამოიცემა, პრეზენტაცია კონცერტის სახით გაიმართება 15 სექტემბერს, სიღნაღში, სასტუმრო “კაბადონში”. ასევე, სექტემბერის ბოლოს, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში, გაიმართება ამ ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, რომელსაც უფრო მასშტაბური სახე ექნება.
პროექტის პარტნიორია თბილისის მერია, გენერალური სპონსორი – სასტუმრო “კაბადონი”, სპონსორი – კლუბი “ვივენდო”.