სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტი და ამერიკული შოუბიზნესის ვარსკვლავი დეჟა გომესი “ბრავო რექორდსის” მოწვევით, თბილისს უკვე, ხელმეორედ, ეწვია. დეჟა სპეციალურად “რუსთავი 2-ის” მუსიკალური პროექტის, “საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილეებისათვის, მასტერკლასის ჩასატარებლად ჩამოვიდა. მასტერკლასი სტივი უანდერისადმი მიძღვნილ ტურისათვის (მეოთხე ლაივ კონცერტი) “ბრავო რექორდსის” სტუდიაში, თითოეულ მონაწილეს ჩაუტარდა. გარდა მასტერკლასისა, მომღერალი ჟიურის საპატიო წევრი იყო და კონცერტის ბოლოს სტივი უანდერის სიმღერა – Overjoyed შეასრულა.
მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი
ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge
Developed by Plexygon.com