სულ ცოდა ხნის წინ, “ბრავო რექორდსში”, ინგლისურ ენაზე, რუსუდან ძნელაძისა და დავით გალეგაშვილის დოკუმენტური ფილმი გახმოვანდა, სახელწოდებით “დამწერლობის ისტორია”. ფილმი ეძღვნება ქართული ანბანის და დამწერლობის წარმომავლობასა და უნიკალურობას. გადაღებები საქართველოს გარდა, ესპანეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, ლიბანსა და ბულგარეთში მიმდინარეობდა. ფილმის თარგმნაზე მეცნიერმა და მთარგმნელმა ანა მესხმა იმუშავა, ხოლო მთხრობელი გახლავთ, ჟურნალისტი და ინგლისური ენის პედაგოგი, ბ-ნი ნუგზარ რუხაძე.
ფილმის მთავარი გმირი დამწერლობათმცოდნე, პროფესორი და დოქტორი ბ-ნი რამაზ პატარიძეა.
სცენარის ავტორი: რუსუდან ძნელაძე / დავით გალეგაშვილი
რეჟისორი: რუსუდან ძნელაძე
იდეის ავტორი და პროდიუსერი: დავით გალეგაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან თეთვაძე
იხ. ფილმი