“ბრავო რექორდსში”, “ევროვიზიაზე” წარსადგენი სიმღერის ჩაწერა დასრულდა და ამჟამად, ვიდეოს გადაღება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ წელს, საქართველოს სახელით, პირველი არხის მეგა შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” მეორე სეზონის გამარჯვებული, თორნიკე ყიფიანი წარსდგება. წლევანდელი “ევროვიზიის” მუსიკალურ კონკურსს, ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. თორნიკე, კონკურსზე საკუთარი სიმღერით Take me as I am, წარსდგება. მის არანჟირებაზე, “ბრავო რექორდსის” მთავარ ხმის ინჟინერთან, ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა. მომღერალი, სცენაზე, მარიკო ლეჟავასთან, ალეკო ბერძენიშვილთან და მარიამ შენგელიასთან ერთად წარსდგება.
მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი
ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge
Developed by Plexygon.com