მარტი 4, 2020 tatakr

“ევროვიზიის” ოფიციალურ Youtube გვერდზე თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეო დაიდო (ვიდეო)

გუშინ, 3 მარტს, ევროვიზიის ოფიციალურ Youtube გვერდზე, თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეო დაიდო, რომელმაც ერთ დღეში, 149 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ქართველ შემსრულებელს ევროვიზიის ოფიციალურ YouTube გვერდზე, 24 საათში, ამ რაოდენობის ნახვა აქამდე არ ჰქონია. ვიდეოს, ამჟამად, 7,500-ზე მეტი მოწონება აქვს. საქართველოში, აღნიშნული ვიდეო, YouTube-ის ტრენდებშია და მეორე ადგილს იკავებს.

ბუქმეიკერების ვებგვერდზე, საქართველო, 41 ქვეყანას შორის, ჯერჯერობით მეცამეტე ადგილზეა.

სიმღერის სახელწოდებაა Take me as I am. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო არანჟირებაზე, თორნიკე ყიფიანმა, “ბრავო რექორდსის” მთავარი ხმის ინჟინერთან, ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა. მომღერალი, სცენაზე, მარიკო ლეჟავასთან, ალეკო ბერძენიშვილთან და მარიამ შენგელიასთან ერთად წარსდგება.

თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო განთავსდა ასევე ვებგვერდზე: Eurovision.tv

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს, 12, 14 და 16 მაისს, როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი, კონკურსზე მაყურებლის წინაშე, 14 მაისს წარდგება.

მუსიკის ავტორი – თორნიკე ყიფიანი

ტექსტის ავტორი – თორნიკე ყიფიანი

არანჟირება – თორნიკე ყიფიანი, ალეკო ბერძენიშვილი

ბექვოკალი – მარიკო ლეჟავა, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ შენგელია

ვიდეოკლიპის რეჟისორი – თემო კვირკველია

იხილეთ ვიდეო

 

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact